Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში მზის ელექტროსადგურების რაოდენობა იზრდება

5a4dfd70a60e1
BM.GE
04.01.18 14:08
761

კომპანია „მზის სახლმა“  გასული წლის განმავლობაში  რვა ქსელს მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგური დააინსტალირა. აქედან 4 თბილისსი, 2 აჭარაში, 1 კახეთში, 1 კი საგურამოში მდებარეობს.

წინა წლებში ინსტალირებული სადგურების ჩათვლით ( ქ. თბილისში 2010 წ., ქ. ქუთაისში 2015 წ., დაბა წყნეთში 2016 წ.) სულ ინსტალირებულია 11 ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრო სადგური საერთო ჯამური სიმძლავრით - 30 კილოვატი.

სადგურების ნახევარი არის აღჭურვილი ონლაინ მონიტორინგის სისტემით.

ამასთან, 2017 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მზის სახლმა“ დაიწყო 12 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნკურ-ეკონომიკური კვლევები.