Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სადახლოზე 2400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

599ff445b3fba
BM.GE
25.08.17 13:54
763
24 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 2400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.