ოქტომბრის დასაწყისიდან უკვე ცნობილია, რომ კომპანიებმა შეიძლება მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და ისარგებლონ საგადასახადო შეღვათებით. ყველაზე საინტერესო ამ შეღავათებში მაინც ის არის, რომ ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%. ამ ეტაპზე შეღავათების მოთხოვნის შესაძლებლობა IT და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩართულ კომპანიებს აქვთ. ამასთან, "საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი სრულებით არაა დაკავშირებული კომპანიის "საერთაშორისო" სტატუსთან და მისი მიღება იმ ქართულ კომპანიებსაც შეუძლიათ, რომლებიც მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე აწვდიან.
საქართველოს მთავრობა ამ საგადასახადო ცვლილებების მიღებაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდაპირველად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა, თუმცა მაშინ - 2018 წლის ივნისში - ფოკუსი სხვა იყო - საგადასახადო შეღავათი უნდა დაწესებულიყო იმ ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიდნენ. შემდგომში ამ ინიციატივამ ცვლილებები განიცადა და ბახტაძის პრემიერობის პერიოდშივე პარლამენტში დარეგისტრირდა საგადასახადო კოდექსში შესატანი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსს განსაზღვრავდა.
მას საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაუჭირა მხარი და საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი ახალი შეღავათების შესახებ. ამავე მუხლში განისაზღვრა, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილების მეშვეობით განსაზღვრავდა. თუმცა, მთავრობამ 2019 წელს ამ კრიტერიუმების განსაზღვრისთვის ვერ მოიცალა, შესაბამისად კანონში “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის შესახებ ჩანაწერს ფაქტობრივად არ უმუშავია. 2020 წლის ივლისში პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში რიგი ცვლილებები დაამტკიცა, მათ შორის გარკვეული კორექტირებები შევიდა “საერთაშორისო კომპანიების” სტატუსის განმსაზღვრელ მუხლშიც. 2020 წლის სექტემბერში კი საბოლოოდ დამტკიცდა ის კრიტერიუმები, რომლითაც კომპანიებს ეს სტატუსი ენიჭებათ.
See all the news
All News
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
ყველაზე სანქცირებული რუსი ოლიგარქები
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
OECD formally terminates the accession process of Russia
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14