Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რას გამოიწვევს ბანკებისთვის მოგების გადასახადის გაზრდა?

BM.GE
06.12.22 11:57
114
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15% ის ნაცვლად 20% გახდება. პრემიერი დამატებითი შემოსავლების მიღებას ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლიდან ელოდება. გაზრდილ გადასახადებთან ერთად საბანკო სფერო ესტონური მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშიც აღარ უნდა იყოს. ეკონომიკურ საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაასაჯაროვა და მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს მიმართავს. 

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საბანკო სექტორმა 243 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება გაორმაგებულია. 

10 თვეში კი, 14 კომერციული ბანკის მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქედან წმინდა მოგება 1.775 მილიონ ლარს აღემატება. 

აღსანიშნია, რომ ამავე პერიოდში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 279 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს 2021 წელთან შედარებით 70 მილიონი ლარით, ანუ 33%-ით მეტია. 

რეალური რა ეფექტი ექნება გადაწყვეტილებას ეკონომიკაზე და ზოგადად საბანკო სექტორზე? 

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი;