Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რას გამოიწვევს ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების შეცვლა & მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება?

BM.GE
29.04.21 09:25
514
საქართველოს ერონვული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის - თუკი აქამდე ბანკებისთვის მოქმედებდა ერთიანი სარეზერვო მოთხოვნები, ამ ცვლილების შემდეგ ბანკებისთვის განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნები ამოქმედდება.

ამჟამად მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 25%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე. ამასთან, ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 15%-ს. სებ-ის მიერ გუშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ​წარდგენილი მოდელის მიხედვით კი, სარეზერვო მოთხოვნა თავად ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალი იქნება მისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები - ამ მოდელით სებ-ი საბანკო სისტემაში დეპოზიტების ლარიზაციის ზრდას გეგმავს.

გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის 7.2%-მდე ზრდის გამო რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე გაზარდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა და დაწერა განცხადებით გამოეხმაურა. ის წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა სებ-ს განაკვეთი "თავის დროზე" გაეზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა რეფინანსირების განაკვეთის ასეთი ნახტომისებური ზრდის წინაშე არ აღმოჩნდებოდა, ინფლაციის ნიშნული კი უფრო დაბალი იქნებოდა.

სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი