Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიტკოინის ფასი იზრდება

59f9da43090a7
BM.GE
01.11.17 19:00
1293
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 185 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, - Coinmarketcap-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს Reuters.

კრიპტოვალუტის ბაზარი ორი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის საერთო კაპიტალიზაციას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინმაც ახალი რეკორდი დაამყარა, მისმა ღირებულებამ 6600 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კაპიტალიზაციამ 110 მილიარდ აშშ დოლარს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 800%-ით არის გაზრდილი.

ბიტკოინის ფასის ზრდას Bitcoin Cash-ის ღირებულების ზრდა მოყვა, რომელიც 8,5%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა 484 აშშ დოლარი შეადგინა