Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას გეგმავს ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხაში ?

BM.GE
04.11.21 18:45
471
არჩევნების შედეგებით, ერთადერთი ოპოზიციური ადგილობრივი ხელისუფლებით წარმოდგენილი წალენჯიხა მსხვილი ბიზნესების ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ თემურ ჭყონია მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა წალენჯიხაში გადასვლასთან დაკავშირებით. როგორც ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, მისთვის საინტერესოა, ოპოზიციურ მმართველობაში როგორ განვითარდება ბიზნესი. “არის დამოუკიდებელი მერი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს და როგორც ბიზნესმენს, მასთან ერთად მუშაობა მაინტერესებს”, - ამბობს თემურ ჭყონია. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა ბიზნესმენმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, კერძო სექტორს ბიზნესების გადატანისკენ მოუწოდა და აქვე განაცხადა, რომ თავადაც წალენჯიხაში ბინის შეძენას და დასახლებას აპირებს.