Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რას გულისხმობს ბიზნეს ურთიერთობის ახალი ფორმატი - SDG digital fair?

BM.GE
27.10.21 12:59
244
საქართველოში ვირტუალური ბიზნეს გამოფენა გუშინ პირველად გაიმართა, რომლის მიზანსაც ადგილობრივ კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სტარტაპებისთვის მათი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, საბოლოოდ კი ეს ნაბიჯი კერძო სექტორის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ახალისებს. 
სრულად ციფრული გამოფენა, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უწევს ორგანიზებას, წარმოადგენს 3D ივენთების ახალ თაობას, რომელიც ზრდის მონაწილეთა ჩართულობის ხარისხს და ეფექტურად აკავშირებს მასში მონაწილე პირებს ერთმანეთთან.

სტუმარი: სალომე ხაჩიაური - ეკოინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი