30.Jun .2022 11:31

რას გულისხმობს რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომელთა გადამზადების ახალი პროგრამა?

Back

რითეილ ასოციაცია წევრი კომპანიების თანამშრომელთა გადამზადებას აგრძელებს. ამჯერად მათი ორგანიზებით სასურსათო ქსელური მარკეტების კადრების, შესყიდვებისა და ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელებისთვის ინტეგრირებული შესაბამისობის ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა კორუფციის, ინტერესთა შეუთავსებლობისა და სხვა სახიფათო ნიშნების ამოცნობასა და მასზე სწორ რეაგირებას. ტრენინგები კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის CIPE-ის მხარდაჭერით განხორციელდა. 

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმდჯომარე;
ქეთევან გოგოჭური - პროგრამის ოფიცერი საქართველოში, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE);
დავით გოგოჩაიშვილი - ეკონომიკის ექსპერტი, ტრენერი ფინანსების მიმართულებით;