ამ შეთანხმებით Glovo და თიბისი იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭირენ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების მათ საქმიანობაში ინტეგრირებას, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს. უფრო ზუსტად, თიბისის და გლოვოს პარტნიორობის მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც შესაძლებელი გახდება Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და თიბისის მომხმარებლებისთვის მიწოდების საუკეთესო სერვისების უზრუნველყოფის გზით.