Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტროში წიაღის ეროვნული სააგენტო შეიქმნა

5a44c4c3f027b
BM.GE
28.12.17 14:16
1476
დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.

„საქართველოს ექსპორტის 35 პროცენტი სასაქონლო პროდუქციაზე მოდის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია წიაღისეულის სწორი, მდგრადი განვითარება. ჩვენ გვინდა, რომ დარგის განვითარებამ ხელი შეუწყოს დამატებითი ღირებულების შექმნასა და ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებას“ - განაცხადა პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.

ახლადშექმნილი სააგენტო განახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და განსაზღვრავს რეგულირების საფასურს, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს.