Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას ითვალისწინებენ ბინის შეძენისას? - Prospect-ის კვლევის შედეგები

BM.GE
20.01.22 14:14
288
ახალი ბინის შეძენის მთავარი მიზეზი ოჯახისგან გამოყოფის სურვილი და გაფართოების საჭიროება წარმოადგენს. ძველი ბინის ახლით ჩანაცვლების სურვილი ბინის შეძენის მიზეზი გამოკითხულთა მეხუთედისთვის ხდება. გადაწყვეტილებებს უმეტესად მყიდველები მარტო იღებენ, ყიდვის პროცესი კი საშუალოდ 1-3 თვემდე გრძელდება. 
გამოკითხულთა 62% ბინას საკუთარი კაპიტალით ყიდულობს, ხოლო მესამედზე მეტი, ბინის ყიდვისას მიმართავს ბანკს ან იყენებს დეველოპერის განვადებას. კრედიტით/განვადებით მყიდველთაგან 47%, ბინის გადასახადის გადახდისას სხვის შემოსავალზეა დამოკიდებული. 
ახალი ბინის შესყიდვისას მყიდველთა ქცევის კვლევა საკონსულტაციო კომპანია პროსპექტმა, ანოვამ და გრემომ ერთობლივად ჩაატარეს.

სტუმარი: გუგა კობახიძე - Prospect-ის დამფუძნებელი