Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას ითხოვენ რუსთავის მეტალურგიულის გაფიცული თანამშრომლები?

BM.GE
07.07.22 14:45
159
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს 130 თანამშრომელი ხელფასების 30%-ით მომატების მოთხოვნით გაფიცულია. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ 2021 წლის ბოლოს საწარმოში ახალი ღუმელი დაამატა და დასაქმებულებს ხელფასების მატებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან პირობა არ შესრულებულა. 

თავის მხრივ განცხადება გაავრცელა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანაც სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა". მათივე ინფორმაციით გაფიცულებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ქარხანა გამართულად მუშაობს. 

რას ითხოვენ გაფიცულები და როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი?

სტუმარი: თამაზ დოლაბერიძე - პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;