Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რას ითხოვენ ვოლტის პარტნიორი კურიერები და რას პასუხობს “ვოლტი” კურიერებს?

BM.GE
02.03.23 15:49
68
"ვოლტის" კურიერები საპროტესტო აქცია გრძელდება. უცვლელია ვოლტის“ პარტნიორი მოთხოვნებიც, რომელთა შორის არის 1. ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები; 2. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან; 3. ადამიანების ანტიკონსტიტუციური დევნის შეწყვეტა კომპანიის მხრიდან; 4. დირექტორის ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჯაკობიას გათავისუფლება. ბოლო აქცია გუშინ გაიმართა. 

სტუმარი: შოთა საფარიანი - ვოლტის პარტნიორი კურიერი;

ვოლტის პარტნიორი კურიერების პროტესტის ფონზე bmg დაინტერესდა სად ხედავენ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მიტანის კომპანია „ვოლტში“ და ახდენს თუ არა კომპანიაზე გავლენას პარტნიორი კურიერების პერიოდული გაფიცვები. როგორც „ვოლტში“ აცხადებენ, კომპანიის გენერალური მენეჯერი პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფებთან აღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით შესახვედრად მზად არის და რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა კიდეც. 

„ვოლტში“ ამბობენ, რომ ისინი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთანაც თანამშრომლობენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით კი გარკვეული გადაწყვეტები უკვე მიღებულია.

კითხვაზე - ზარალდება თუ არა კომპანია პარტნიორი კურიერების მხრიდან პერიოდული გაფიცვებით, „ვოლტში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის საქართველოს ხუთ ქალაქში 7 000-მდე აქტიური პარტნიორი კურიერი ჰყავთ და კომპანია შეუფერხებლად მუშაობს. „ვოლტში“ პარტნიორ კურიერებთან დადებულ სერვისის ხელშეკრულების უპირატესობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის შრომით ხელშეკრულებასთან შედარებით უფრო პრაქტიკულია, რადგან „პარტნიორ კურიერებს საშუალება აქვთ, სამუშაო დღე დაიწყონ და დაასრულონ მაშინ, როცა ეს თავად უნდათ. მათივე მტკიცებით ანაზღაურება არ შემცირებულა და ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვაზეც მიდიოდა მუშაობა.

სტუმარი: სერგი მარღანია - "ვოლტ საქართველოს" გენერალური მენეჯერი.