Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სუს-ის თანამშრომელს სხვადასხვა ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება

5a1d9761c3a1f
BM.GE
28.11.17 21:03
686
სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.

შესაბამისი მუხლი “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონს ემატება, რომელიც ერთ-ერთია 111-საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც მთავრობის სტუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა.

თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

სუს-ის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება.