Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კორუფციასთან ბრძოლის შედეგები უკრაინაში

5a2f8bde2a430
არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი
12.12.17 11:54
1204
ანტიკორუფციული ოფისები სიახლეს არ წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკაში, ხოლო მათი შექმნის გამოცდილება აქვს მრავალ განვითარებად და ზოგიერთ განვითარებულ ეკონომიკასაც.

მაგალითად, ევროკავშირის მხარდაჭერით ასეთი ოფისები დაფუძნდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში (უნგრეთი, სლოვაკეთი -2001 წლიდან; ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია - 2005 წლიდან; ალბანეთი, სერბეთი - 2011 წლიდან).

მათი უმრავლესობა დღეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია (უნგრეთი, სლოვაკეთი - 2004 წლიდან, ბულგარეთი, რუმინეთი - 2007 წლიდან, ხორვატია - 2013 წლიდან), ხოლო დანარჩენი წევრობის კანდიდატია.

უკრაინის სახელმწიფოს ერთიანობა, სიძლიერე და ევროპული მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რომ უკრაინა განიკურნოს კორუფციის სენისგან, რომელიც ამჟამად შეჭრილია სახელმწიფო ვერტიკალის ყველა დონეზე და თანაბრად მოიცავს როგორც ელიტური, ისე საბაზისო კორუფციის კომპონენტებს.
Transparency International-ის უკანასკნელი 2016 წლის რეპორტის მიხედვით საერთაშორისო კორუფციის შესახებ უკრაინა რეგიონში ბოლო ადგილს იყოფს რუსეთთან ერთად.

რაც უფრო მაღალია (მაქსიმალური ქულა - 100) კორუფციის აღქმის ინდექსი (ავტორი - პროფესორი იოჰან გრაფ ლამბსდორფი, პასაუს უნივერსიტეტის სახელმწიფო სექტორის ეკონომიკის კათედრის ხელ-ლი), მით უფრო დაბალია კორუფციის დონე ამ ქვეყანაში.

ინდექსის ავტორების აზრით, აღმოსავლეთ ევროპაში კორუფციის ძირითადი მიზეზებია: ურთიერთანგარება სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, კერძო სექტორში კონკურენციის დანაწევრების და არასრულყოფილობის მაღალი დონე, მაღალი საგადასახადო ტვირთი (>35%), ხვრელები ფისკალურ სისტემაში და საბიუჯეტო შემოსავლების სტრუქტურაში, სახელმწიფო ლიცენზიების დიდი რაოდენობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მას.მედიის თავისუფლების შეზღუდვა, კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა, და ინვესტორთა ანონიმურობის დაბალი ხარისხი.