Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქკაბელმა" წელი 15%-იანი ზრდით დაასრულა

5a449d338ebd8
BM.GE
28.12.17 11:26
1107
კომპანიამ "საქკაბელი“ 2017 წელი 15%-იანი ზრდით დაასრულა. აქედან 20% კი ექსპორტზე მოდიოდა. კომპანიის ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ „საქკაბელი“ მომდევნო წელს საექსპორტო ბაზრების მიმართულებით გაფართოვებას გეგმავს. მისივე თქმით, კომპანია ცდილობს ევროპის ბაზარზე შესვლასაც.

"არის გარკვეული ნორმა რომელიც საჭიროა რომ ყველა კომპანიამ დაიცვას, ვისაც უნდა შეღწევა ევროპულ ბაზარზე, ჩვენც ვცდილობთ ევრპულ ბაზარზე შესვლას. პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია. ევროპა იცავს თავის ბაზარს, განსხვავებით ჩვენისა. ამ დაცვის უმთავრესი მექანიზმი კი ხარისხია", - ამბობს ედიშერ მამალაძე. მისივე თქმით, ხარისხის მოთხოვნა იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც.

"ISO სერტიფიკატის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ახალი პროექტი მოითხოვს მაღალ სტანდარტს და სეტიფიცირებულ პროდუქტს. სამწუხაროდ, ამ სტანდარტების იგნორირებამ გამოიწვია ხანძრებიც.

თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში უკვე ტენდერებში სერტიფიცირებულ კომპანიებს ითხოვს. ეს მოწესრიგებულს ხდის მენეჯმენტსა და მართვასაც და პროცედურები ხდება ორგანიზებული", - ამბობს ედიშერ მამალაძე.