Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეიხი ნაჰაიანი: საქართველოში ინვესტიციებს გავაორმაგებთ

5a1d1c3ae3ff2
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 12:28
868
არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრის შეიხი ნაჰაიანის განცხადები, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ინვესტიციებს გააორმაგებენ. ამის შესახებ მან „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

აეროპორტები, პორტები, უძრავი ქონება - ეს არის ის სფეროები, სადაც ინვესტირება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სურს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდა, როგორც ვაჭრობის ისე ტურისტული მიმართულებით.

შეიხის განცხადებით, საქართველოში არის გამჭვირვალე გარემო, კორუფციის დაბალი დონე, რაც აჩვენებს, რომ საქართველო ბიზნესმეგობრულია და აქ მარტივია ბიზნესის კეთება.

კითხვაზე, რა რეკომენდაციები აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, შეიხი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა და მას შენიშვნები და რჩევები არ აქვს.