Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კრიპტოვალუტების ფლობა ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული"

5a71c24180fbb
BM.GE
31.01.18 17:17
856
"ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათლად იყო აღნიშნული, რომ კრიპტოვალუტები ის ფინანსური აქტივია, რომლის ფლობა საგრძნობ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა განცხადება მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ჰქონდეს ალტერნატიული ვალუტა, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი ფასი ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს კრიპტოვალუტის ფლობით ან მისი ოპერაციებით. გარდა ამისა, ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაში მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ეს არაა ოფიციალური გადახდის საშუალება საქართველოში და ესეც უნდა იყის ცნობილი მოსახლეობისთვის.

მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით. ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება ახდენს გავლენას ფინანსურ შუამავლებზე. ტექნოლოგიურმა წინსვლამ შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს იმაში თუ რა სახით მოხდება ფინანსური სერვისის მიწოდება, მაგრამ თუ კონკრეტულდ რა სახე ექნება, რთული სათქმელია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.