Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის რესტორნებისთვის საათობრივი შეღუდვის მოხსნა?

BM.GE
25.11.21 14:42
249
რესტორნებს 23:00 საათის შემდგომ ოპერირების შეზღუდვა ეხსნებათ - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი განმარტებით, ცვლილება ძალაში პირველი დეკემბრიდან შევა.

პირველი დეკემბრიდან შედის ძალაში მწვანე პასპორტიც, რომელიც იმ ფორმით რა ფორმაც მან საბოლოოდ მიიღო, ნამდვილად საქართველოს ნიუჰაუა. ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება პირს ვისაც კოვიდი გადატანილი აქვს, მერე რა რომ რეინფიცირების მაჩვენებელიც საკმაოდ მარალია და მერე რა, რომ ყველა სხვა დასნარჩენ სამყაროში ეს ვადა 6 თვით განისაზღვრება, ასევე სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს და იმ პირებს, ვისაც ბოლო 72 სთის განმავლობაში პსრ ტესტი ან ბოლო 24 სთში ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი აქვს გაკეთებული.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რესტორნებს საწყის ეტაპზე ადმინისტრირების თვალსაზრისით გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეიძლება შეიქმნათ თუმცა ამ საკითხზე მათთან მუშაობა მიმდინარეობს.

სტუმარი: ანდრია ქურასბედიანი - რესტორანი "ბარბარესთან" გენერალური მენეჯერი