Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ძელშავი იაპონიაში გაიყიდება

5a13e83d30b6a
BM.GE
21.11.17 12:45
922
კომპანიამ „მარადიული“ პროდუქცია ექსპორტზე იაპონიაში გაიტანა. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ქემერტელიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პირველ ეტაპზე იაპონიაში 10 ყუთი ძელშავის ღვინო გაიტანეს, სამომავლოდ კი კომპანია პროდუქციის ამერიკაში გატანასაც გეგმავს.

"ძელშავი საკმაოდ ძველი ჯიშია, რომელიც გადაშენების პირასაა. რაოდენობა მცირე გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, იაპონიის შემდეგ პროდუქციის ექსპორტზე გატანას ამერიკაშიც ვგეგმავთ, საიდანაც ასევე გვაქვს შემოთავაზება“, - ამბობს გიორგი ქემერტელიძე.

"მარადიულს“ სადეგუსტაციო მარანი ზემო იმერეთში 2015 წლიდან აქვს გახსნილი. ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქცია საქართველოში უმეტესად ღვინის ბარებში იყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა სირთულეებთან დაკავშირებული არ იყო, რადგან იაპონიაში გადასახადი მინიმალურია. მისივე თქმით, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რისი მიზეზიც მისი ხარისხია.