Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ აისახება ბიზნესზე უარყოფითად ლარის მკვეთრი გამყარება?

BM.GE
05.04.23 11:00
120
ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ამყარებს. კურსის გამყარება კი ექსპორტიორ კომპანიებზე გავლენას ახდენს და ამის შესახებ ბიემჯის ეთერებში არაერთმა ბიზნესმენმა ისაუბრა. თემაზე სასაუბროდ, კიდევ რამდენიმე ექსპორტიორი კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენელი ჩავწერეთ. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ ლარის ასეთი გამყარების ფონზე ექსპორტი უკვე ნაკლებად აკომპენსირებს შიდა დანახარჯებს, მათ შორის ელექტრომატარებლებზე გაზრდილ ფასებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამყარების ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება მათ ფასების კორექტირებაც მოუწევთ.