Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ამბობს უარს მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციაზე ?

BM.GE
07.10.21 19:13
331
საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გრიპის ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ე.წ ტვინდემიის რისკებზეც გვაფრთხილებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე NCDC ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპით უკმაყოფილოა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აგვისტოს მაჩვენებელს დღიურად აცრების რიცხვი თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება. მაგალითად გუშინ ქვეყანაში მხოლოდ 7800 ადამიანი აიცრა, მაშინ როცა საკოორდინაციო საბჭოს დღიური აცრების რაოდეობის 40 ათასამდე ზრდა ჰქონდა ნავარაუდევი. როგორ აპირებს მთავრობა ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გავიდეს და რატომ არიდებს თავს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას, რომ იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს და გარკვეული კატეგორიისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ამ საკითხზე დასვა კითხვა ჩვენმა ჟურნალისტმა იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ.