Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რატომ არ გადიან ტექინსპექტირებას მიკროავტობუსები?

BM.GE
06.02.23 11:53
103
პირველი თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა. გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება და მას მოყოლილი ცვლილებები კერძო სექტორისგან დადებითად ფასდება, თუმცა ამბობენ, რომ 4 წლის წინ ამოქმედებული რეფორმის აღსრულება გამოწვევაა, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა ისევ დაბალია. 

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ყველაზე პრობლემური სამარშრუტო ტაქსებია, რომლებიც ტექინსპექტირებას გარკვეული მიზეზების გამო თავს არიდებენ და ქალაქებს შორის მგზავრები გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაჰყავთ. რატომ ვერ ხდება მონიტორინგი და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში გამართული სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფისთვის?

სტუმარი: დავით მესხიშვილი - საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი;