27.Jun .2021 12:34

რატომ არ იყენებენ შრომით დავებში მედიაციას?

249
Back

2013 წლიდან კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კოლექტიური შრომით დავის შემთხვევაში პროცესებში მედიატორის ჩართვა სავალდებულო გახდა. დასაქმებულებს გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი მედიატორი მხარეებს შორის მოლაპარაკებას წარმატებით ვერ დაასრულებს. თუმცა ამ ვალდებულების მიუხედავად მედიაცის გზით დავების გადაწყვეტა ფაქტობრივად არ ხდება, რასაც „ფორბს კვირის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს. რატომ არ იყენებენ დასაქმებულები და დამსაქმებლები მედიაციას და რა პრობლემებს ხედავენ აღნიშნულ მექანიზმში თავად მოქმედი მედიატორები?