Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება? - გიორგი კეპულაძე საქმიან დილაში

BM.GE
05.04.21 11:52
432
საზოგადოება და ბანკები" მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების რეკომენდაციით მიმართავს. საზოგადოება და ბანკებმა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილა. 31 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური მაჩვენებლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია, რომ თებერვლის ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -5.1%-ია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იანვრის თვეში უფრო დრამატული იყო და -11.5% შეადგინა. მშპ-ს მიმდინარე დინამიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს წინა წლის ბოლოს ბიუჯეტში ჩადებულ მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტშია მოცემული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ია. რა რისკებს ხედავს ორგანიზაცია და რას მოიცავს რეკომენდაციები?

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკები", გამგეობის თავმჯდომარე