Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ დატოვა ტიკარაძემ პოსტი?

BM.GE
10.12.21 19:10
351
ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, წლის ბოლომდე მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. ეს ინფორმაცია bm.ge-ს როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე პირადად ეკატერინე ტიკარაძემ დაუდასტურა. უფრო მეტიც, 15 დეკემბრიდან ის სამინისტროს და მასში შემავალი სსიპ-ების წლიური საქმიანობის შესახებ ანგარიშების პრეზენტაციებსაც დაესწრება. რა რეალობაში დატოვა მან სექტორი, ეს ჩვენთვის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა დღეს. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არასახარბიელოა. კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებლით კი, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, მეორე ადგილზეა. ამ ფონზე, ქვეყნის სოციალური მდგომარეობაც უარესდება. (ნოემბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 637 ათას 747 ადამიანია. ეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის 17.1 პროცენტია. როგორ გაართმევს თავს გამოწვევებს ტიკარაძის მემკვიდრე, ამას თავად ყოფილი მინისტრი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს რიგებიდან დააკვირდება. ჯანდაცვის უწყების მეთაურის სკამზე დაახლოებით ორწელიწადნახევრიან საქმიანობას კი ჩვენმა ჟურნალისტმა ელენე გოგბერაშვილმა გადახედა.