Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ დაუთმო ფრიდმანმა საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ 7.73%?

BM.GE
13.06.22 18:29
283
აქციონერებთან და საერთაშორისო მარეგულირებლებთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. საქართველოს მთავრობა აიდიეს ბორჯომის აქციონერი ხდება. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, IDS BORJOMI სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს მხოლოდ 7.73%-იან წილს. ტრანზაციის დასრულების შემდეგ კომპანიის საკონტროლო პაკეტი იქნება ისეთი პირების ხელში, რომლებსაც სანქციები არ ეხებათ, შესაბამისად, ბორჯომი თვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ ოპერირების გაგრძელებას შეძლებს. საქართველოს სახელმწიფო რომ კომპანიის თანააქციონერი ხდება და მოლაპარაკებები დასრულებულია - ეს დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რა კითხვები ჰქონდა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით #bmg-ის მთავრობის წევრებთან?