Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ძვირდება უძრავი ქონება?

BM.GE
05.05.22 13:46
268
2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით მეტია, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა. 

ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 

უძრავ ქონებაზე ფასების 10-15%-იან ზრდაზე დეველოპერული სექტორი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში საუბრობდა თუმცა მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, ვითარება კიდევ შეიცვალა. იმის გამო, რომ ძირითადი სამშენებლო მასალა უკრაინიდან შემოდიოდა და ომის გამო იმპორტი შეფერხდა, ფასები მაგალითად არმატურაზე 20%-მდე გაიზარდა, 15%-მდე გაძვირდა ბეტონი და სხვადასხვა სამშენებლო მასალა, 20%-ით მოიმატა მუშახელის ფასმაც, რამაც ჯამურად უძრავი ქონების თვითღირებულება გაზარდა. 

სტუმრები: ბესო ორთოიძე - კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი;
ეთუნა მუნჯიშვილი - "ქოლიერს ინთერნეიშენალის" დეველოპმენტ კონსალტინგის ხელმძღვანელი.