Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ გაიზარდა ავტომობილების იმპორტი?

BM.GE
20.07.22 10:54
208
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული იმპორტის 10%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 606.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. 

2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთიდან 705 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, რუსეთი საქართველოსთვის თურქეთის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას ჩინეთი იკავებდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდის შედეგად, ეს პოზიცია რუსეთმა დაიკავა. 

რაც შეეხება ექსპორტს, წელს რუსეთში 256 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, მინერალური წყლების და ღვინოების ექსპორტი შემცირებულია. სავაჭრო საქონლის ტოპ ხუთეულში ზრდა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების მიმართულებით ფიქსირდება.

რა განაპირობებს მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდას და როგორია სექტორის მოლოდინები?

სტუმარი:ალექსი ნონიაძე - “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელი.