Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რატომ ითხოვს ბიზნესი HACCP-ის სტანდარტის ბოლო ეტაპის გადავადებას?

BM.GE
30.09.22 16:54
159
HACCP-ის, იგივე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემის, ბოლო ეტაპის დანერგვა შესაძლოა 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდეს. სისტემის დანერგვის წინ აღმოჩნდა, რომ ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ობიექტების უმეტესობა ჯერ ისევ არაა მზად ახალ სტანდარტებზე გადასვლისთვის. HACCP-ის სისტემის ბოლო ეტაპი შეეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის ბიზნესოპერატორს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ვასილ ბასილაძე „საქმის კურსთან“ განმარტავს, რომ ჯერ სააგენტოს რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ადასტურებს, რომ ასეთი პროექტი სააგენტოში არსებობს. 

როგორ მუშაობს სისტემა იმ ობიექტებში, სადაც HACCP-ის სტანდარტის დანერგვა 2021 წლიდან დაიწყო, რას მოგვიტანს რეფორმის კიდევ ერთხელ გადავადება და არის თუ არა საჭირო არსებულ მოთხოვნებში ცვლილება?

სტუმარი: შოთა ბურჯანაძე - საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;