Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ იზრდება საკვებზე ფასები? - რითეილ ასოციაცია ბაზრის კვლევას იწყებს

BM.GE
31.03.22 11:45
307
პირველადი მოხმარების საქონლის ბაზრის მიმოხილვაზე რითეილ სექტორი კვლევას ატარებს. კვლევაზე ასოციაციასთან თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მუშაობს. 

კვლევის მიზანია წარმოგვიდგინოს პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და გაანალიზოს საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. კვლევა შეეხება სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს, საკვებზე და სასმელზე მზარდ ფასებზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, სამომხმარებლო კალათის დინამიკას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ის ხელს შეუწყობს რითეილ სექტორის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენას და შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

სტუმრები: გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე;
მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.