Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რატომ შეიცვალა საწვავის იმპორტის სტრუქტურა? - ვანო მთვრალაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
25.09.20 10:23
566
2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 50,6 ათასი ტონით ანუ 15,4%-ით, ხოლო ბენზინის იმპორტი შემცირდა 11,3 ათასი ტონით ანუ 3,2%-ით.

ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 39,3 ათასი ტონით ანუ 5,8%-ით.

2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი - 32,8%; აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 20,5%; რუმინეთი - 18,8%; თურქმენეთი - 8,7%; ბულგარეთი - 8,6%; საბერძნეთი - 4,1% და ა.შ. რა განაპირობებს განსხვავებული მასშტაბის მოთხოვნას და როგორია მოლოდინი?

სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, თავმჯდომარე