Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ შემცირდა საავიაციო ტვირთბრუნვა?

BM.GE
26.05.23 13:46
57
პირველ კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიები 42.2 ათას მგზავრს მოემსახურნენ, რაც წლიურად 53.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით სატვირთო გადაზიდვების მხრივ სტატისტიკა ასეთივე პოზიტიური არ არის. რიცხვები აჩვენებს, რომ პირველ კვარტალში გადატანილი ტვირთების მოცულობა შემცირებულია. 

წლის პირველ 4თვეში ტვირთბრუნვის მოცულობა 208 მილიონ სამასი ათასი ტონა-კილომეტრი იყო. ამავე პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36.2%-ით შემცირდა. 

დანარჩენ მონაცემებსაც რომ ჩავხედოთ, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 048.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 49.9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მგზავრთნაკადის 97.2% რეგულარულ ფრენებზე მოდის.

სტუმარი: გიორგი სეთურიძე - CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი