Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რატომ უნდა დაინტერესდეს ინვესტორი საქართველოს ფინანსური ზონით?

BM.GE
17.01.22 19:01
368
“გვაქვს ორი იდეა, ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა“, - თქვა დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თბილისსა და ბათუმში ფინანსური ცენტრების შექმნას გეგმავენ. პრემიერი ირწმუნება, რომ სპეციალურმა ფინანსურმა ზონებმა საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს. „სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს“, - თქვა დღეს ირაკლი ღარიბაშილმა.