Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ უნდა გადაუვადდეს ბიზნესს ანგარიშგების ვალდებულება?

BM.GE
28.09.21 13:04
182
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, ყველა კატეგორიის სუბიექტმა და ასევე სდპ-ს სტატუსის მქონე კომპანიებმა, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის” სამსახურში 2021 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ 2020 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები. თუმცა, კომპანიების ნაწილი ამ ვალდებულებას აპროტესტებს და მისი 1 წლით გადავადებას მოითხოვს რაც მათი მხრიდან პირველად არ ხდება, ამ კომპანიებს შესაბამისი ვალდებულება 2 წლის წინაც გადაუვადდათ.

ამ მოცემულობით, ანგარიშგების არწარდგენის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებოდნენ, რაც შემდეგი დარღვევის შემთხვევაში გაორმაგდება. ამ დროისთვის პეტიციას 1300 ზე მეტი ხელმომწერი გყავს- რა არგუმენტით ითხოვენ ვალდებულების კიდევ ერთხელ გადავადებას მანიფესტის ავტორები?

სტუმარი: მარინა მგელაძე - ფინანსისტი