Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ უქმდება ხშირად Wizz Air-ის ფრენები? ინტერვიუ WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან

BM.GE
07.06.22 12:27
291
„დღეს სამყაროში ძალიან ბევრი რამ ხდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს WizzAir-ის ბიუჯეტური ბილეთის ღირებულებაზე”, - ასე უპასუხა ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა BMG-ის კითხვას - თუ რატომ გაძვირდა WizzAir-ის ბილეთები. ჟაჟა ტრუბეკის განმარტებით, ავიაკომპანიის პოლიტიკა, რომ მომხმარებელს ავიაბილეთები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზონ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს ბიუჯეტურად მოგზაურობის საშუალება, არ შეცვლილა, მაგრამ ბილეთის ღირებულებაზე ყველაფერს აქვს გავლენა - დაწყებული საავიაციო საწვავის ფასებით და დასრულებული რუსეთ-უკრაინის ომით. ასე რომ, თუკი საწვავის ღირებულება კიდევ გაიზრდება, ბილეთების ფასებიც შესაბამისად მოიმატებს, რადგან სხვანაირად ოპერირება შეუძლებელი ხდება.

ინტერვიუ ჟაჟა ტრუბეკთან - WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან;