Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვერ სარგებლობს სამშენებლო სექტორი სახელმწიფო დახმარებით? - ანა საბახტარიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
11.03.21 11:35
572
სამშენებლო სექტორი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დახმარებას ვერ იყენებს და სახელმწიფო პროგრამაში ვერ ერთვება - ამის შესახებ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში” აცხადებენ. საუბარია გასული წლის 31 მარტიდან ამოქმედებულ მთავრობის განკარგულებაზე, რომლითაც ხელისუფლება ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობენ, ხელშეკრულების ღირებულების 10% ან 20%-ით გაზრდას სთავაზობს. დამატებითი თანხა კომპანიებს სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ღირებულების საკომპენსაციოდ სჭირდებათ. ფასები კი პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზოგიერთ შემთხვევაში 20%-ზე მეტადაც კი, თუმცა, სამშენებლო კომპანიები სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ.

სტუმარი: ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი