Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

5a853840a06e1
თელარა გელანტია
15.02.18 11:34
637
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე პრემიერმა განაცხდა და აღნიშნა, რომ შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და ასევე, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა და მე მინდა, მივესალმო მერიის ინიციატივას ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტი კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც. ეს ასევე, გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებით ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. წინასწარი კონსულტაციები, როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.