Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაზე შეთანხმდნენ წისქვილკომბინატების წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის მინისტრთან?

BM.GE
21.01.22 14:50
278
ხორბლის იპორტის შემცირების საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. წისქვილკომბინატების წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილს ის ვითარება გააცნეს, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. როგორც იცით, გასულ წელს რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟი დააწესა, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის ერთ ტონა ხორბალს თითქმის 100 დოლარით აძვირებს. იმის გამო, რომ მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე, კომპანიების დიდ ნაწილს ფქვილის ადგილზე გადამუშავება აღარ უღირთ, წარმოებას ხურავენ და ფქვილის იმპორტზე გადადიან. სად არის გამოსავალი? - რა მოისმინეს დარგის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილისგან?

სტუმარი: ლევან სილაგავა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;