ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სებ–ის მიერ გატარებული მონეტარული თუ ფისკალური პოლიტიკა. თუმცა, რატომაც უფრო მეტად მიიქცია ამ ანგარიშმა ჩვენი ყურადღება ის არის, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები სრულად შეესაბამება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. "საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.
კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
თელარა გელანტია - Bm.ge-ს მთავარი რედაქტორი;
ელენე კვანჭილაშვილი - Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.