Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსორტიორების სადაზღვევო კომპანია ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

5a1273b132894
BM.GE
20.11.17 10:14
810
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ამოქმედება 2-3 თვეში იგეგმება, - საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა ამბობს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია და მას პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. თავდაპირველად სააგენტოს ფარგლებში ფინანსური გარანტიების კომპონენტი ამოქმედდება, ხოლო რამოდენიმე თვეში კი ექსპორტიორების სადაზღვევო კომპანია შეიქმნება.

"ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო დაეხმარება ჩვენს ექსპორტიერებს, რათა უკეთ აითვისონ თავისუფალი ვაჭრობით მინიჭებული უპირატესობები სხვადასხვა ბაზრებზე, - არა მხოლოდ ევრპის ბაზრებზე, არამედ მსფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე.

განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ისეთ ბაზრებზე სადაც მოჭარბებული რისკებია. ჩვენი სააგენტო შესთავაზებს ორი ტიპის პროდუქტს ექსპორტიორებს: ერთი ეს იქნება ფინანსური გარანტიები, რის საშუალებითაც ისინი დამატებითი სესხების აწევას შეძლებენ ბანკებიდან სხვადასხვა უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე და შეავსებენ საბუნავ კაპიტალს. ეს დაეხმარებათ მათ აქტიურად ვაჭრობაში, კონსიგნაციით ვაჭრობაში მათ შორის.

მეორე პროდუქტი იქნება საექსპორტო საკრედიტო დაზღვევა, - დავაზღვევთ სხვადასხვა რისკევს რაც ასოცირებულია საზღვარგარეთ ვაჭრობასთან“, - ამბობს თურნავა.