25.Jan .2023 19:46

რეგიონალური მეწარმეობის ცენტრი - ჰაბის საქმიანობის მიმართულებები

Back

საქართველოში დაფუძნდეს მეწარმეობის ცენტრი, რომელიც რეგიონალური მასშტაბით ჰაბის ფუნქციას შეითავსებს. ცენტრი ძირითადად მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტისა და სტარტაპების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

ცენტრის ძირითადი მიმართულებები იქნება: ელექტრონული კომერციის აქსელერაცია; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ადგილობრივი სტარტაპებისთვის ეკოსისტემის განვითარება; ფოკუსი ინტელექტუალურ საკუთრებასა და სტრატეგიულ ტრენინგებზე. სპეციალურად ამ ცენტრის დაფუძნებისთვის საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

ფადი ასლი - ICC Georgia-ს თავმჯდომარე;

ჯონ დენტონი - ICC-ის გენერალური მდივანი.