Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„რეგიონებში ტურიზმში დასაქმებულები იძულებულნი არიან, თბილისში აიცრან“

BM.GE
21.05.21 18:27
424
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია გრძელდება. როგორც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გვითხრა, ბოლო მონაცემებით აცრაზე ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული. თუმცა, არის ერთი პრობლემაც - ქუთაისსა და ბათუმში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებული ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები იძულებულები არიან, თბილისში აიცრან. ამას იწვევს ის ფაქტი, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში არის ველები, სადაც აცრის მსურველები რეგიონსა და ქალაქს უთითებენ, თუმცა მათთვის სასურველი ამცრელი პუნქტის მონიშვნა ვერ ხერხდება, რეგისტრაციის შემდეგ კი მათ მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ ვაქცინაცია თბილისის კლინიკებში მოუწევთ. პრობლემის იდენტიფიცირება ლაშა ბერეკაშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა მოახდინა.

სტუმარი: ლაშა ბერეკაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი