Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დააბრუნა

5a6705adc9222
BM.GE
23.01.18 14:17
667
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფიზიკურ პირს მურმან მუმლაძეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თბილისში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე არსებული 120კვ.მ ფართი სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მუმლაძესთვის ქონების უკან დაბრუნებას პროკურატურა ითხოვდა, რადგან ჩატარებული გამოძიების შედეგად გასული წლის შემოდგომაზე მურმან მუმლაძე პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა მოქალაქე მურმან მუმლაძის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა დაპატიმრება.

“მურმან მუმლაძეს და მის ადვოკატს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დათმობას სთხოვდნენ. ბრალდებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მურმან მუმლაძემ გარდა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის - 290 000 ლარის გადახდისა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ევდოშვილისა და სოხუმის ქუჩების გადაკვეთაზე, საერთო ფართით 120 კვ.მ.“- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ წლის ბოლოს პროკურატურამ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მურმან მუმლაძეს დაუბრუნებოდა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინა.