Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არსებობს მოლოდინები რომ აცივებასთან ერთად კურსი ავარდება"

5a0d84d95a54a
BM.GE
16.11.17 16:29
1013
"ნოემბერიდან მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება და არსებობს მოლოდინები რომ აცივებასთან ერთად კურსი ავარდება”, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში BGEO ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა თავისუფალ ეკონომიკაში.

„მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და ამიტომ ყიდულობენ დოლარს.

ჩვენ ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუყურებთ. მოკლევადიანი რყევა შესაძლოა იყოს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით სად არის ქვეყანა, მისი მთავარი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ინვესტიციები კარგ დონეზეა, ექსპორტი იზრდება. ჩვენი გათვლა საშუალო ვადაში არის რომ 2.50-ს არ უნდა გადააჭარბოს ლარის კურსმა. ასეთია ჩვენი ხედვა”, - ამბობს გილაური.