Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აჭარისწყალი ჯორჯია" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას ითხოვს

599d323062850
BM.GE
23.08.17 13:00
961
"აჭარისწყალი ჯორჯია" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას ითხოვს. შესაბამისი განაცხადით კომპანიამ სემეკს მიმართა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საუბარია შუახევიჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაზე, რომლის მშენებლობაც ივლისში დასრულდა. "შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. დერივაცია ხორციელდება გვირაბების საშუალებით. "შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. კომპანიის ინფორმაციით, "შუახევიჰესი" ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებულა.

კომპანიის მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 11 სექტემბერი 14:00 საათი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 21 სექტემბერი.