Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მასწავლებლების ნაწილს შრომის ანაზღაურება ეზრდება

5a72b51b637dc
მეგი კავთუაშვილი
01.02.18 10:32
832
დღეიდან ხელფასი იმ 225 მასწავლებელს გაეზრდება, რომლებმაც სახელმწიფოს თავისი პროფესიული კომპეტენცია მაღალ დონეზე დაუდასტურეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იზრდება მხოლოდ იმ პედაგოგების შრომის ანაზღაურება, რომელთაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლის კვალიფიკაცია აქვთ. სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში წამყვანი მასწავლებელი თვეში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი - 1 000 ლარს. ამ დრომდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში 400 ლარი იყო, მენტორის კი - 560.

პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლებიდან დანამატს იღებენ ერთი საფეხურით დაწინაურებული უფროსი მასწავლებლებიც, რომლის ოდენობა საბაზისო ხელფასს დამატებული ხელზე ასაღები 256 ლარია. არც მათთვის და არც 44 570 პრაქტიკოსი პედაგოგისთვის 2018 წელს შრომის ანაზღაურების ზრდა არ იგეგმება.