Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 100 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა;

BM.GE
23.03.23 19:06
93
რიკო ექსპრესმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. 130 მილიონი ლარის ემისიიდან 100 მილიონი ლარი წარმატებით განთავსდა, დარჩენილი თანხა კი, წლის განმავლობაში, კომპანიის ლიკვიდურობის საჭიროების შესაბამისად განთავსდება. გამოშვებული ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი „თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს“ + 2%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ლარში გამოშვებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია. „რიკო ექსპრესის“ მიერ, ობლიგაციების ემისიით მოზიდული 100 მილიონი ლარი, სრულად საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება. განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან.