02.Dec .2021 12:54

“რითეილ ასოციაცია” ადგილობრივი მეწარმეებისთვის

129
Back

რითეილ ასოციაციის და ადგილობრივი მეწარმეების კიდევ ერთ წარმატებულ თანამშრომლობაზე უნდა მოგიყვეთ. ამჯერად ბენეფიციარია მართლაც რომ უნიკალური ხორცპროდუქტების მწარმოებელი - native რაჭა, რომელიც ქართული, ტრადიციული, მივიწყებული ხორცპროდუქტების აღდგენას და თანამედროვე სახის ფორმის მიცემას უზურნველყოფს.

native რაჭა, ასევე ეწევა ქართული ჯიშის ღორის, აბორიგენული ჯიშის ღორის, ლაგაზას და გრუზას გადარჩენის პროექტს, რომლის სანაშენე ფერმაც, ისევე როგორც თავად საწარმო რაჭაში მდებარეობს, რაც ამ რეგიონის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნასაც უწყობს ხელს.

სწორედ მათ მიერ წარმოებული პროდუქტების შეღავათიანი პირობებით რეალიზაციას უზრუნველყოფს სუპერმარკეტების ქსელი ზღაპარი.

სტუმრები: ვასილ ბაბლუანი - „native რაჭა“-ს დამფუძვნებელი;
თამარ უდესიანი - „ზღაპარის“ დირექტორი.